ევროპის უნივერსიტეტის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“, სასწავლო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით, დისტანციურ სწავლებაში სიახლეების ინტეგრირებასა და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს. ციფრული მიღწევებით სწავლების ეფექტურობის გაზრდის პრინციპებზე ისაუბრეს კონფერენციის მონაწილეებმა, ექსპერტებმა, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. საქართველოს, პორტუგალიის, რუმინეთის, ჩინეთის, მალაიზიის და ინდოეთის განათლების მკვლევარებმა გააკეთეს მოხსენებები, სადაც მთავარი თემა, სხვადასხვა გამოცდილების გაანალიზებით, პანდემიის პირობებში ახალი გამოწვევები და სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესება იყო.
ევროპის უნივერსიტეტის ეგიდით გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიზანი პროფესიონალებისათვის აკადემიური პლატფორმის შეთავაზება და მის გარშემო სამეცნიერო დისკურსია.
Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, მკაცრი რეგულაციების და დისტანციური სწავლების ფონზე, მსგავს შეხვედრებს, იდეების გაცვლას და განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების პარალელურ კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთო წარმატებისთვის.
საერთაშორისო კონფერენცია "სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში", რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ევროპის უნივერსიტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მიერაა ორგანიზებული და მისი პარტნიორია unik ქუთაისის უნივერსიტეტი.