1.
ვირტუალური მობილობის ფარგლებში,
2020 წლის 5-9 ოქტომბერს, ქუთაისის
უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები,
ჩვენი პარტნიორის, ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტის (რუმინეთი) მიერ ორგანიზებულ
ერასმუსის პერსონალის ტრენინგ კვირეულს დაესწრნენ. ერასმუსის პროგრამის ფარგლებში
უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის პროცესის შესწავლის მიზნით, კვირეულში
მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან.
ტრენინგ-კვირეული მოიცავდა სესიებსა და სემინარებს უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციის
შესახებ, კარგი პრაქტიკის მაგალითებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რუმინულ ენასთან
და კულტურასთან ინტერაქციის ვირტუალურ შესაძლებლობებს. კვირეულის დასრულების შემდეგ,
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.