2020 წლის 28 დეკემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტმა ლატვიის ევროპული საზოგადოების შემსწავლელ ასოციაცია (LECSA)-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლონ ერთობლივი კვლევითი აქტივობების, კონფერენციებისა თუ ტრენინგ სერიების დაგეგვის კუთხით, ისევე როგორც აკადემიური ინფორმაციის, გამოცდილებისა და მონაცემების გაზიარების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, LECSA-მ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ასევე გამოჰყო ყოველწლიური კვოტა “ბრიუსელის ევროპულ კვირეულში” მონაწილეობის მისაღებად.