2021 წლის 5 თებერვალს ევროკავშირის (ERASMUS+ 617980-EPP-1-2020-GE-EPPKA2-CBHE-SP) პროექტ E-PSY-ის ფარგლებში პირველი ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი E-PSY გახლავთ ინიცირებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და მასში 3 საერთაშორისო და 10 ადგილობრივ პარტნიორთან ერთად ქუთაისის უნივერსიტეტი წარმოდგენილია, როგორც კონსორციუმის წევრი. პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთათვის ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა.
პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივად E-PSY-ს პროექტის განმახორციელებელმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა. განხილულ იქნა პირველი წლის სამოქმედო გეგმა და ფინანსური საკითხები.