კონკურსის გამარჯვებული გახლავთ ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტი, გიორგი ხუციძე, რომელიც გაემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში და 2020-2021 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრს ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გაატარებს.
გიორგი ხუციძეს ქუთაისის უნივერსიტეტი სრულად დაუფარავს მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს, ავსტრიაში გამგზავრებისა და ბურგენლენდში საცხოვრებლის საფასურს.