ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ 2021 წლიდან რამდენიმე საერთაშორისო ბაზაში დარეგისტრირდა. ResearchBib ღია წვდომის მქონე მაღალი სტანდარტის ინდექსირების მონაცემთა ბაზაა და ჟურნალების, სამეცნიერო ნაშრომების, კვლევების და სამეცნიერო პოზიციების ხარისხობრივ შეფასებას ახდენს.
„რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორობის მეორე ნაბიჯს, „ეკონომიკურ პროფილს“ უკვე ICI World Journals -ის რეიტინგულ ბაზაშიც გააჩნია საკუთარი პასპორტი. ამით, ჟურნალმა ონლაინ-სივრცეში უნივერსიტეტის, აკადემიური პერსონალის წარმოჩენის და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით პროფესიული გაციფრულების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა“ -აცხადებს ჟურნალის რედაქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე .
ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ 2006 წელს დაარსდა, ხოლო 2017 წლიდან უკვე ელექტრონული სახით გამოიცემა. ჟურნალი სამეცნიერო წრეებს და მკითხველთა ფართო საზოგადოებას საქართველოს და სხვა ქვეყნების წამყვანი მეცნიერების და სპეციალისტების კვლევებს და პრაქტიკული მუშაობის შედეგებს აცნობს.