ქუთაისის უნივერსიტეტში დაინერგა ინსტიტუციური ელექტრონული საცავი UNIK Repository (repository.unik.edu.ge), რომელიც საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შექმნან პირადი აკადემიური პორთფოლიო და ერთ სივრცეში განათავსონ საკუთარი პუბლიკაციები და სხვადასხვა კვლევითი მასალა (სტატია, მონოგრაფია, დისერტაცია, ა.შ.). აღნიშნულ საცავში განთავსებული მასალა ღია წვდომისაა (Open Access) და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.