ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ ResearchBib და ICI World Journals შემდეგ, Crossref-ის (https://www.crossref.org, აშშ) წევრიც გახდა, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო საგამომცემლო ორგანიზაციაა. ამით საუნივერსიტეტო გამოცემებს საშუალება ეძლევა, ცალკეულ სამეცნიერო სტატიებს, წიგნებს, დისერტაციებს მიენიჭოთ უნიკალური კოდი - ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI - Digital Object Identifier), რაც უზრუნველყოფს წყაროს მაღალი სიზუსტით ამოცნობას, გამოქვეყნებული მასალების შენახვის საიმედობას, გააიოლებს სამეცნიერო პუბლიკაციის ციტირების, ძებნის და ლოკალიზაციის პროცედურებს.
Crossref-ის წევრობით გამარტივდება კვლევების ციტირება, ძიება, შეფასება და შედეგების განმეორებით გამოყენება, გაიზრდება ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ცნობადობა და საერთაშორისო აკადემიურ წრეებში მისი ინტეგრაციის შესაძლებლობა.