აღსანიშნავია, რომ ქუთაისისა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტები ერთმანეთთან უკვე თანამშრომლობენ ევროკავშირის (Erasmus+) მიმდინარე პროექტის, „უნივერსიტეტის როლი რეგიონის განვითარებაში“(RURD) ფარგლებში, აღნიშნული მემორანდუმი კი ემსახურება სწორედ პროექტის მიღმა პარტნიორობის დაწყებასა და განვითარებას. პროექტული თანამშრომლობის მიღმა, მემორანდუმის თანახმად, პარტნირობის სფეროებად განისაზღვრა სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების და ტრეინიგების დაგეგმვა/განხორციელება და ინფორმაციისა თუ დოკუმენტაციის ურთიერთ გაზიარება.