უნივერსიტეტის ახალ საკონფერენციო დარბაზს მართლაც გამორჩეული და ღირსეული საჩუქარი გაუკეთეს საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა სასწავლო კურსში „ფინანსები“ გამართული პრეზენტაციით. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი თემები ეხებოდა ევრობონებს საქართველოში, ინფლაციური პროცესების გამომწვევ მიზეზებს და საქართველოს საბანკო სისტემას.სასწავლო კურსის ხელმძღვანელის ასოც.პროფესორის ხათუნა შალამბერიძისა და სტუდენტების სანაქებოდ უნდა ითქვას,რომ თემებმა ახალი და საინტერესოდ წარმოდგენილი ინფორმაციით, წარმოდგენის ფორმითა და ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით ყველას მოწონება დაიმსახურეს.საკონფერენციო დარბაზში მათთან ერთად იყვნენ პირველკურსელები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები,თანამშრომლები.
დამსწრეთა მოწონება დაიმსახურეს სტუდენტებმა: ნოდარ გოშაძემ, გიორგი არეშიძემ, ლონდა კეკელიამ,სოფიო ბერაძემ, ქეთი რუხაიამ, ქეთი ამბროლაძემ,თეონა არაბიძემ, გიორგი ბანძალაძემ,ზვიად ბოხუამ, მაგდა მესხმა,იამზე ოქროპირაშვილმა, შოთა ჩიტორელიძემ...
მათ თეორიული მასალის ცოდნასთან ერთად , კარგად იციან აღნიშნული საკითხების შესახებ თანამედროვე ეკონომისტ-ექსპერტთა შეხედულებები და მოსაზრებები, კრიტიკული გამონათქვამები და შენიშვნები, რომელიც თან მოჰყვა საქართველოში ევროობლიგაციების გამოშვებას. კურსის ხელმძღვანელის, პროფესორ ხათუნა შალამბერიძის უდაო დამსახურებაა ის, რომ სტუდენტები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს ეცნობიან და აფასებენ არა ცალსახად, არამედ მისი დადებითი და უარყოფითი შედეგებით. მსჯელობენ თავისუფლად,ლოგიკურად და რაც მთავარია, რასაც აკეთებენ-იციან და უყვართ... თუ არა საგნისადმი დიდი სიყვარული და ცოდნა,ასეთი კარგი პრეზენტაცია არ შედგებოდა...სწორედ სწავლების ასეთი ფორმით უყალიბდებათ სტუდენტებს სამეცნიერო კვლევების, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები და ის მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის პროფესიული და მაღალკვალიფიციური ცოდნა ჰქვია.
{Gallery dir='news/23-06-2011'}