2021 წლის 27-მარტს ქუთაისის უნივერსიტეტსა და სტეკომის (ინდონეზია) უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გაიმართა საერთაშორისო ვებინარი სახელწოდებით "სამეწარმეო საქმიანობა და პედაგოგთა გამოწვევები პოსტ პანდემიის პერიოდში". აღნიშნულ ვებინარში, ქუთაისის უნივერსიტეტსა და სტეკომის უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს და ჩინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისევე როგორც ინდონეზიური ადგილობრივი ასოციაციები. კერძოდ, ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო), ფუჯოუს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ჩინეთი), ინდონეზიელი მეწარმე პედაგოგებისა და ინდონეზიელ მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციაციები.
საერთაშორისო ვებინარზე სიტყვით გამოვიდნენ სტეკომის უნივერსიტეტის (ინდონეზია) რექტორი, ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ინდონეზიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ინდონეზიელი მეწარმე პედაგოგების ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე, ფოჯოუს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (ჩინეთი) ვიცე-დირექტორი და ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, თეონა გრიგოლაშვილი. მან ისაუბრა კოვიდ 19-ის პერიოდში დისტანციური სწავლების მართვის გამოწვევებსა და მექანიზმებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.