28 მარტს, ქუთაისის უნივერსიტეტში ფუტსალის შიდაჩემპიონატი ჩატარდა.
გაიმარჯვა პირველკურსელთა გუნდმა "უნივერსალი ". მეორე და მესამე ადგილები გაიყვეს გუნდებმა "პირველი მერცხალი" და "FC unik". ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა გუნდ "მარადმწვანეები" -ს წევრი გიორგი კორძაძე.
ჩემპიონატს ესწრებოდა უეფას ლიცენზიის წარმომადგენელი,ქუთაისის "ტორპედო"- ს და ბუნდეს ლიგის ავსტრიის ერთ-ერთი გუნდის "ჰარტბერგი" -ს ყოფილი ფეხბურთელი - გივი ჩხეტიანი.
ჩემპიონატის მიზანი იყო უნივერსიტეტის ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება, რაც წარმატებით განხორციელდა.