მე ანა ვარ, გუჩუა. წარმატებული ბიოგრაფიით და ბევრი ახდენილი სურვილით.
unik-დან დაიწყო ჩემი წარმატების გზა. ეს არ იყო მხოლოდ ლექციების კურსი ან გამოცდებზე - შეფასება. ეს იყო ახალი შანსები ახალ ურთიერთობებში, კონფერენციებში, ტრენინგ-სემინარებსა და სტაჟირებებში მონაწილეობისთვის, რამაც განსაზღვრა ჩემი დასაქმებაც და კარიერული წინსვლაც. 4 წლის მანძილზე, ცოდნის გარდა, ბევრი მხარდაჭერა მივიღე ჩემი უნივერსიტეტიდან.
2014 წელს, ქუთაისის უნივერსიტეტის ძალისხმევით, Erasmus mundus-ის გაცვლითი პროგრამით რუმინეთში, ქ. იაშში ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში, გავიარე ფინანსების და რისკის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი მაგისტრატურის სრული კურსი. მივიღე პიროვნული და პროფესიული ცოდნა და გამოცდილება.
ამჟამად, ვმუშაობ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. ქუთაისის უნივერსიტეტთან ურთიერთობა დღემდე არ გამიწყვიტავს. ვარ ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი.
unik-მა განსაზღვრა ბევრი ჩემი წარმატება.
#მეგადავწყვიტე ქუთაისის უნივერსიტეტი და ეს იყო ჩემი სწორი გადაწყვეტილება!
#შენგადაწყვიტე რომელ გზას გაივლი.