საფრანგეთის დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულები ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები მარი იონანიძე და ლუკა კოტორეიშვილი გახდნენ.
სტუდენტები სტიპენდიით ისარგებლებენ, რაც 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის მანძილზე, სწავლის საფასურის და საცხოვრებლის ხარჯების დაფარვას გულისხმობს.
შიდა შესარჩევი კონკურსი საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის მიხედვით, ქუთაისის უნივერსიტეტში დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.