სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 21 ივნისის N264 ბრძანებით განისაზღვრა 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტების მობილობის პროცესის ვადები:
1 ივლისი - 29 ივლისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა.
1 აგვისტო – 31 აგვისტო
მობილობის მსურველი სტუდენტების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა
2 სექტემბერი - 16 სექტემბერი
მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარმოდგენის ვადა
მობილობის პროცესის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge (მობილობა); ცხელ ხაზზე 236-57-92, ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
სტუდენტების მობილობის პროცესის განხორციელების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ქუთაისის უნივერსიტეტის ოფიციალური ბრძანება!