ქუთაისის უნივერსიტეტსა და ავსტრიის ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის, ეკონომიკის და ფინანსების სფეროში, ასევე დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი სემინარები თუ კონფერენციები, სტუდენტების თუ აკადემიური პერსონალის მობილობა, სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობა და ინფორმაციის/გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
აღსანიშნავია, რომ არსებული პარტნიორობის საფუძველზე ავსტრიის ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში უკვე იმყოფება ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი.