ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური საკონსულტაციო სერვისის კონსულტანტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტმა ნინო ქარსელაძემ ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე - "ტრავმა და საზოგადოება პანდემიის რეალობაში“, "ქუთაისის უნივერსიტეტის (UNIK) სტუდენტური საკონსულტაციო სერვისის კვლევა“ წარადგინა.
მოხსენებაში, ფსიქოლოგმა ნინო ქარსელაძემ ისაუბრა სამსახურის კონცეფციაზე, მონაცემებზე, სამუშაო გამოცდილებაზე, სტუდენტებისთვის გაწეული ფსიქოლოგიური კონსულტაციების სახეებზე, პანდემიის პერიოდში სერვისის მოდიფიცირებასა და მის პოზიტიურ შედეგებზე.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრ GCRT-ს, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის" ეგიდით ჩატარდა.
ყოველწლიური პროფესიული შეხვედრა, რომელიც ამჯერად ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე კოლეგებისა და დაინტერესებული პირებისთვის მნიშვნელოვან საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს.