ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ თანამშრომლობისთვის საჭირო ისეთი აქტივობები, როგორიცაა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა მობილობა, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების და შეხვედრების დაგეგმვა, გამოქვეყნებული აკადემიური მასალების თუ სხვა სახის ინფორმაციის გაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტს უკვე აქვს აღნიშნულ უნივერსიტეტთან საერთაშორისო პროექტ EUCA-INVEST-ის ფარგლებში პარტნიორობის გამოცდილება, რის საფუძველზეც თანამშრომლობის გაფართოების მიზნით ხელი მოეწერა აღნიშნულ ხელშეკრულებას.