ქუთაისის უნივერსიტეტსა და უკრაინის ცენტრალურ ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულების ფაგლებში, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდენ საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით დაგეგმონ და განახორციელონ ისეთი აქტივობები, როგორიცაა: საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევის განვითარება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების უზრუნველყოფა, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კონფერენციების თუ სემინარების დაგეგმვა და ა შ.
აღსანიშნავია, რომ ორი უნივერსიტეტის დაკავშირება Campus France Partenariat Oriental”-ის მიერ ორგანიზებული ონლაინ რეგიონალური სემინარის "საფრანგეთი- აღმოსავლური პარტნიორობის" მეშვეობით განხორციელდა.