სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი "ეკონომიკური პროფილი“ ახალ საერთაშორისო ბაზაში - DOAJ (Directory of Open Access Journals) ოფიციალურად დარეგისტრირდა. იგი დღეისათვის მსოფლიოს 15 000-ზე მეტ მაღალრეიტინგულ, რეცენზირებად ღია წვდომის ჟურნალს აერთიანებს და მეცნიერების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.
"ეკონომიკური პროფილი“ საქართველოში რეგისტრირებული მე-16 გამოცემაა, რომელიც ამ ბაზაში დარეგისტრირდა.
ჟურნალის მორიგი წარმატება მნიშვნელოვნად აამაღლებს ავტორების საერთაშორისო ცნობადობას.