ხორტიციის ეროვნული აკადემიის და ქუთაისის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - "საერთაშორისო, სამეცნიერო და ინოვაციურ სივრცეში, უკრაინის ინტეგრაციის კონტექსტში არსებული საგანმანათლებლო, კულტურული და მხატვრული პრაქტიკა“ გაიმართა.
ქუთაისის უნივერსიტეტის მხრიდან, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ვაწაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე სოციალური და ემოციური სწავლება, როგორც პროცესი, რომლის დროსაც ემოციების მართვის სწავლის საფუძველზე ხდება სწორი გადაწყვეტილებების მიღება, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება კლასში და შესაბამისად სწავლის შედეგებზე დადებითი გავლენის მოხდენა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და გასულ წელს, ქუთაისის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით ჩატარებულ პირველ კონფერენციაზე, მოხსენებით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი წარსდგა.