ქუთაისის უნივერისტეტსა და ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ.
უნივერსიტეტები თანხმდებიან საერთაშორისო აკადემიური მობილობის ხელშეწყობაზე, ასევე ინფორმაციის და საჭირო მასალების ურთიერთგაზიარებაზე, ერთობლივი ვებინარების, სემინარების, კონფერენციების და ტრენინგების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე.