საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია თემაზე „კოვიდ 19-ის მკურნალობის გზები“
2021 წლის 10 ივნისს, ALA-TOO-ს საერთაშორისო უნივერსიტეტის (ყირგიზეთი), ევროპის უნივერსიტეტის (საქართველო) და ქუთაისის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია თემაზე „კოვიდ 19-ის მკურნალობის გზები“.
აღნიშნულ ვებინარზე, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორები კარდიოლოგი ბნ. ვაჟა აგლაძე, ალერგოლოგი ქნ. სოფიო გამყრელიძე და რადიოლოგი ქნ. თათია ჩუბინიძე. მათი მოხსენებები შეეხებოდა კორონავირუსული ინფექციის კავშირის კვლევას გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებასთან მიმართებით, ასევე მიმოიხილავდა პოსტ-კოვიდური სიმპტომების გართულებულ შემთხვევებს, სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს გულის პრობლემის მქონე პაციენტებში და ინფექციის მართვის პრინციპებს.
კონფერენციის შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.