ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის „ეკონომიკური პროფილის“ (ISSN 1512 - 3901 (Print), E ISSN 2587 - 5310 (Online) 2021 წლის პირველი (21-ე) ნომერი გამოვიდა.
მასში გამოქვეყნებულია ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური თემებისადმი მიძღვნილი ცხრამეტი ქართველი და უცხოელი ავტორის ცამეტი ნაშრომი, რომლებიც COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკური პრობლემებს, მაკრო, რეგიონულ და აგრარულ ეკონომიკას, ეკონომიკურ პოლიტიკას და მდგრად განვითარებას, ეკონომიკურ განათლებას და მენეჯმენტს ეძღვნება.
ჟურნალის ელექტრონული ვერსია აიტვირთა ვებგვერდზე (http://economicprofile.org) და შესაბამის ბაზებში (Crossref; DOAJ; ICI World Journals; ResearchBib).