ქუთაისის უნივერსიტეტსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული უნარების ათვისებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენებას შეუწყობს ხელს.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და ღონისძიებების ერთობლივად ორგანიზება და ხელშეწყობა, ლექცია-პრაქტიკულების ჩატარებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა და გაუმჯობესება, სტაჟირება სხვადასხვა დაწესებულებებში.
ქუთაისის უნივერსიტეტი აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უახლოეს მომავალში გაფორმდება, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობებს შექმნის ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.