2021-2022 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 სექტემბრის N849376 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „2021-2022 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 სექტემბრის N849376 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილნი არიან, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა დაცვით წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული პერსონალი და სტუდენტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) სრულად ვაქცინირებულია;
ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;
გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი;";
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის
საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).