ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, ქუთაისის საკრებულო ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, ისეთი საგანამანათლებლო პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფს, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკის, ტურიზმის, ფინანსების საბაკალავრო და საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სამაგისტრო პროგრამები.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერა ERASMUS + -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტს „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“, რომელიც რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საკითხებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.