ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინციატივითა და პარტნიორი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, „დავით აღმაშენებლის სახელობის სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ გაიმართება.
კონფერენციაზე სესიები ისეთი მიმართულებით ფუნქციონირებს, როგორებიცაა: საერთაშორისო ურთიერთობები, ციფრული ტექნოლოგიები, ეკონომიკა და მისი მიზანია უახლესი სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური მეთოდების, ციფრული ტექნოლოგიის მიღწევების წარმოჩენა და მათი პოპულარიზება სტუდენტებში, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის პარტნიორობა, საკვლევი საკითხების ინტეგრაცია ეროვნულ და საერთაშორისო ქსელში, სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება, მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნის პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და სხვა.
სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიხსნება და ყველა მონაწილეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობება.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია და თეზისების მიღება (განაცხადის/აბსტრაქტის თანხლებით) მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე (18:00 საათის ჩათვლით) იწარმოება, ელ-ფოსტაზე: [email protected] / [email protected]
კონფერენციის ბოლოს, გამოვლინდებიან გამარჯვებულები და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური პრიზები გადაეცემათ.
დეტალური ინფორმაცია აბსტრაქტის მომზადების ინსტრუქციასა და ტექნიკური დეტალებთან დაკავშრებით იხილეთ დებულებაში.
საკონტაქტო პირი: 598101060 სალომე ფუტკარაძე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3CmXL0c