2021 წლის 4 ოქტომბერს, ქუთაისის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება. პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კონფერენცია დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა ,,ZOOM’’ - ის გამოყენებით ჩატარდება.
კონფერენციის მიზანია სამეცნიერო წრეებში რიგი საკითხების, მათ შორის Covid-19-თან დაკავშირებული პრობლემების, მათი გადაწყვეტის გზების ეკონომიკაში, ბიზნესსა და მედიცინაში“, განხილვა
კონფერენცია, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესადმია მიძღვნილი, უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე უნივერსიტეტის პარტნიორი უცხოური სასწავლებლების პროფესორები მიიღებენ.
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება
და მას უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე გახსნის. კონფერენციაზე დასწრება შეეძლებათ
უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ქუთაისის უნივერსიტეტი 1991 წელს „სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის“
სახელით დაფუძნდა, რომელიც რეგიონში პირველ კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას წარმოადგენდა. დაფუძნების დროს უნივერსიტეტს ეკონომიკისა და სამართლის
საბაკალავრო პროგრამები ჰქონდა, ამჟამად უნივერსიტეტს სამივე საფეხურზე (ბაკალავრი,
მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქვს ავტორიზაცია, მათ შორის გასულ წელს უნივერსიტეტს
მედიცინის ფაკულტეტი შეემატა.