ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილე სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შესარჩევად შიდა კონკურსს აცხადებს

ქუთაისის უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილე სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შესარჩევად შიდა კონკურსს აცხადებს

ქუთაისის უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილე სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შესარჩევად შიდა კონკურსს აცხადებს.

სტუდენტთა ჯგუფის შექმნის მიზანია ერთის მხრივ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობისა და მექანიზმების შესახებ სტუდენტთა ინფორმირებულობის, მეორეს მხრივ კი, მათი განვითარების პროცესში მონაწილეობისა და ჩართულლობის გაზრდა, რაც უნივერსიტეტს სტუდენტებზე მეტად ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომების შეიმუშავებაში დაეხმარება.

სტუდენტების შერჩევა ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედი ისეთი საგანმანათლებლო პროგრამებიდან მოხდება, როგორებიცაა:

• ბიზნესის ადმინისტრირება (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა);

• ეკონომიკა (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა);

• ტურიზმი (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა);

• საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა);

• ფინანსები (სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამა);

• ეკონომიკა (სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა).

ღია კონკურსის წესით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამიდან ერთი წლის ვადით, თითო სტუდენტი შეირჩევა. 

სტუდენტთა ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობებია:

უნივერსიტეტის შიდა, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შეფასებასა და განვითარებაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

• მაღალი აკადემიური მოსწრება, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე (GPA > 3.0);

• MS Office (Word კარგი, Excel კარგი);

• ინგლისური ენის ცოდნა (მეტყველება, წერა) B1 დონე (სასურველია).

კონკურსის დეტალები:

• კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადები: 2021 წლის 1-დან 15 ნოემბრის  ჩათვლით;

• დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected];

• კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;

• კონკურსის მეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.

კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს ტექსტი: საგანმანათლებლო პროგრამის (შესაბამისი პროგრამის დასახელების მითითებით) კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი.

გასაუბრების კრიტერიუმები:

• ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა);

• პასუხების დამაჯერებლობა (3 ქულა);

• მოტივაცია (3 ქულა);

• ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა);

• შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა);

• ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა).

შეფასების საბოლოო შედეგები გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის დათვლით. 

კონკურსანტმა შეფასებების 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.