ქუთაისის უნივერსიტეტს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ესტუმრა
ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვევით, უნივერსიტეტს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი დალი ქობულაძე ესტუმრა, რომელმაც საჯარო ლექცია თემაზე: „ვაქცინაცია და ჯანმრთელობა“, წაიკითხა.
შეხვედრის მიზანი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა იყო, რომლის მნიშვნელოვან მექანიზმს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში წარმოადგენს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ასევე სხვა დამსწრე საზოგადოებაში.