ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

I საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ (ICETI 2021)

I საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ (ICETI 2021)

15 დეკემბერი 2021

ICETI

ჩვენ შესახებ

საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ ორგანიზებულია ევროპის უნივერსიტეტის მიერ და ქუთაისის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით. კონფერენციის მიზანია განათლების მკვლევარების, ექსპერტებისა და პროფესიონალებისთვის აკადემიური პლატფორმის შეთვაზება, სადაც ისინი განიხილავენ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

კონფერენციის სამუშო თემებია:

  • სწავლება-სწავლის ინოვაციური მეთოდები;
  • შეფასების ინოვაციური მეთოდები;
  • ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში;
  • ელექტრონული სწავლება და ელექტრონული ტრენინგი;
  • ცოდნის დაუფლებავიზუალიზაცია და მენეჯმენტი;
  • და სხვა.

აბსტრაქტების გაფორმების წესი:

  • ა) აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას;
  • ბ) აბსტრტაქტი უნდა შეიცავდეს კვლევის მიზანსმეთოდებსშედეგებსა და დასკვნებს;
  • გ) აბსტრაქტში უნდა აისახოს ავტორის სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, აფილირების უნივერსიტეტი (ქვეყანა).

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

კონფერენციაზე დასწრება, მონაწილეობა და კრებულის მიღება უფასოა.

აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 30 ნოემბერი.

ავტორების ინფორმირება აბსტრაქტების მიღებასთან დაკავშირებით მოხდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: [email protected]

ტელ.: 0322 000 171 (151)


საორგანიზაციო კომიტეტი:

  • სოფიო ხუნდაძე (ევროპის უნივერსიტეტი)
  • მარიამ ბარბაქაძე (ევროპის უნივერსიტეტი)
  • გვანცა ჯიჩოშვილი (ევროპის უნივერსიტეტი)

სამეცნიერო კომიტეტი:

  • ნიკოლოზ ფარჯანაძე (შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
  • ოლისია გლადუშინა (დორტმუნდის უნივერსიტეტი)
  • ლელა აბდუშელიშვილი (ევროპის უნივერსიტეტი)
  • ნათია ჯოჯუა (ევროპის უნივერსიტეტი)
  • მარიამ კილანავა (ევროპის უნივერსიტეტი)
  • ნიკოლოზ ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი)