ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ "აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების წესის" მიხედვით 2020-2021 აკადემიურ წელს, პერსონალი, შეფასების სისტემის ორი ძირითადი მახასიათებლით დააჯილდოვა:
• აფილირებული
აკადემიური პერსონალი, რომელთაც შეასრულეს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებით
დადგენილი მინიმალური მოთხოვნები;
• აკადემიური და მოწვეული პერსონალი, წლიური შეფასების შედეგების რანჟირების საფუძველზე შერჩეული საუკეთესო შედეგის მაჩვენებლით .
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული დაჯილდოების ცერემონია მელიტონ ბალანჩივაძის სამუსიკო სასწავლებლის ნიჭიერი მუსიკოსების, საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატების კონცერტით დასრულდა.