ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები პროექტის - "ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში E-PSY (617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP)“ , ფარგლებში, რუმინეთის ქალაქ ბრასოვის ტრანსილვანიის UNITBV უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობენ.
ტრენინგებზე, სტუდენტებისთვის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ფორმები, ფსიქოლოგიური კონსულტაციის სხვადასხვა მექანიზმები და პროცედურები იქნება განხილული.
პროექტის მიზანია გათვალისწინებული აქტივობების შედეგად გაიზარდოს პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებსა და შესაბამისად, მათი განთავსების არეალებში (შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში) არა მხოლოდ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, არამედ უფრო ფართო აუდიტორიის ინფორმირებულობა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და კონსულტაციის მნიშვნელობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, პრომო მასალისა და ვებგვერდის შექმნა იგეგმება.