ქუთაისის უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტის „Bologna Hub Peer Support” ერთ-ერთი მონაწილა. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბოლონიის ძირითადი ვალდებულებების განხორციელებას და მისი ინსტრუმენტების დანერგვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA). პროექტი გულისხმობს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების გამოწვევებისა და გამოცდილებების გაზიარებას საერთაშორისო ექსპერტებისთვის, არსებული გამოწვევების გაანალიზებას ექსპერტების ჩართულობით.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისა და კომიტეტის წევრებისთვის განხორციელდა სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტის, პროფ. ვოლკერ გემლიჰის მონაწილეობით. პროფ. გელმიჰი არის გერმანიის ოსნაბრუკის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება, არის მრავალი საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე (EU, Council of Europe, GIZ, National Ministries, World Bank, HRK, DAAD), აქვს დიდი გამოცდილება სამსაფეხურიანი პროგრამების დანერგვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში ექსპერტი აფასებს და კონსულტაციებს უწევს ქუთაისის უნივერსიტეტს სამი მიართულებით: სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, სწავლის შედეგების განვითარება, სასწვლო გეგმების განვითარება.