2021 წლის 29 დეკემბერს შპს „ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია - მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება. შესაძლებლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების პროცესში თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.