მობილობა ქუთაისის უნივერსიტეტში
ქუთაისის უნივერსიტეტში მობილობა დაიწყო:
ქუთაისის უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა- 20 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI, VIII სემესტრზე, სწავლის საფასურია - 2250 ლარი;
- ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI, VIII სემესტრზე, სწავლის საფასურია - 2250 ლარი;
- ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI, VIII სემესტრზე, სწავლის საფასურია - 2250 ლარი;
- ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II სემეტრზე;
- საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II სემეტრზე;
- ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა - 2 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV სემესტრზე;
შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდის/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია “ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.
ქუთაისის უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- დოკუმენტების მიღება 2022 წლის 10 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით;
- სტუდენტთა კრედიტების აღიარება 2022 წლის 11 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით;
- სტუდენტთა ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება 2022 წლის 11 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით;
- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვროს: 2022 წლის 11 თებერვლიდან - 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ:
- განცხადება (ივსება უნივერსიტეტში);
- პირადობის დამადასურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის ასლი, ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესახებ (მაგისტრატურაში);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება), სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვა) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლი გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის);
- ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე სქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისათვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.
აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევეაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.
ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი( ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მაგისტრატურაში);
- ,,სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“ ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
- 1 ფოტოსურატი 3X4 CD დისკთან ერთად.
მობილობის განცხადება
თანხმობის ბარათი