ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი აშშ-ს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში Scientific Indexing Services - SIS ჩაერთო

ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი აშშ-ს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში Scientific Indexing Services - SIS ჩაერთო

ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ (http://economicprofile.org) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში Scientific Indexing Services - SIS (აშშ) ჩაერთო.

Scientific Indexing Services არის მონაცემთა ბაზა, რომელიც მკვლევარებისათვის  აკადემიური ბაზების მომსახურებას (გამოცემის ციტირების ინდექსის დადგენა, ციტირების ანალიზი, ციტირების შესახებ ინფორმაციის განთავსება და ა.შ.) ახორციელებს, ხოლო SIS,  რაოდენობრივ და ხარისხობრივ ინსტრუმენტს ჟურნალების განთავსების და კატეგორიზაციისთვის უზრუნველყოფს, რაც მათი პრესტიჟის შეფასებისათვის არის განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ Scientific Indexing Services-ის წევრობა კიდევ ერთი ნაბიჯია ჟურნალისა და მისი ავტორების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისათვის.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია იხ. ბმულზე:  http://economicprofile.org/