ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ იონინაძე და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ჩარქსელიანი, უმაღლესი აკადემიური შედეგებით ქუთაისის მერიის სტიპენდიანტები არიან.
სტუდენტები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დააჯილდოვა, რომელიც ქალაქში არსებული უნივერსიტეტების წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრას პირადად ესწრებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, გოჩა თუთბერიძე.
ქუთაისის მერიის სტიპენდიატების პროგრამაში თითოეული უნივერსიტეტიდან, უმაღლესი განათლების ყოველი საფეხურის მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მერის სტიპენდიანტებად 2-2 სტუდენტია წარდგენილი.
აღსანიშნავია, რომ მარიამ იონინაძე მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, ქუთაისის უნივერსიტეტის შიდა გრანტით სარგებლობდა, აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში, მონაწილეობდა ტიმისუარას დასავლეთის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში (რუმინეთი). მარიამ ჩარქსელიანი, კი, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, ქუთაისის უნივერსიტეტის შიდა გრანტით სარგებლობს.