ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ ბერლინისა და ბუდაპეშტის საერთაშორისო დეკლარაციების ხელმომწერი მხარე გახდა.
"დეკლარაციების ხელმოწერით ჩვენი ჟურნალი ღია ხელმისაწვდომობის კონცეპტუალურ პრინციპებს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ამ პრინციპების გატარების ვალდებულებას იღებს სტუდენტების, მკვლევარების, აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო საზოგადოების წინაშე რაც მათი საქმიანობის ხელშეწყობის ერთგვარი გარანტია“, - აცხადებს ჟურნალის რედაქტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე.
აღსანიშნავია, რომ „ბერლინის დეკლარაცია“, ხელს უწყობს ინტერენეტს, როგორც ფუნქციონალურ ინსტრუმენტს, სამეცნიერო ცოდნის ბაზისა და ადამიანური განვითარებისათვის. იგი განსაზღვრავს ღია ხელმისაწვდომობას, როგორც ადამიანის ცოდნისა და კულტურული მემკვიდრეობის ყოვლისმომცველ წყაროს, რომელიც დამტკიცებულია სამეცნიერო საზოგადოების მიერ (https://openaccess.mpg.de/319790/Signatories).
"ბუდაპეშტის ღია წვდომის ინიციატივის საერთაშორისო დეკლარაცია (BOAI)“ არის ღია წვდომის ინიციატივის პრინციპების, სტრატეგიის და ვალდებულების განცხადება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით, მრავალმა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. ორგანიზაციების წარმომადგენლები მკვლევარები, უნივერსიტეტები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, ფონდები, ჟურნალები, გამომცემლები და სამეცნიერო საზოგადოებები არიან. (https://www.budapestopenaccessinitiative.org/sign/signatures/ )