ქუთაისის უნივერსიტეტსა და მწვანილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და ასოციაციის პრეზიდენტმა ემზარ ღვინიანიძემ მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების ფარგლებში, ასოციაცია, როგორც მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ქუთაისის უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/ცვლილება/განახლების პროცესში ითანამშრომლებს, რაც სტუდენტებისთვის ერთობლივი ღონისძიებების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების და დაგეგმვასა და შემდგომში დასაქმებას ითვალისწინებს.
"ჩემი, როგორც უნივერსიტეტის რექტორის მთავარი სურვილი, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებაა, მაგრამ გარდა ამის, აღნიშნული მემორანდუმით, ჩვენ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი სფეროს, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ვახდენთ და ვთავაზობთ ასოციაციის წარმომადგენლებს, ჩვენი მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალით „ეკონომიკური პროფილი“, ისარგებლონ. შიდა კვლევების ერთობლივი წარმოება და საგრანტო პროექტების მომზადება სასარგებლო იქნება როგორც უნივერსიტეტის აკადემიური და სტუდენტური ცხოვრების, ასევე ასოციაციის წინსვლისთვის“,- განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2021-2022 აკადემიურ წელს ქუთაისის უნივერსიტეტში თანამშრომლობის 29 მემორანდუმი გაფორმდა