ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ონლაინ შეხვედრების ციკლი - "კარიერული კონსულტაციები“ მიმდინარეობს.
"კარიერული კონსულტაციების“ ციკლი პრეზენტაციების, ქეისების, ტესტების და დისკუსიების ფორმატით, ყოველკვირეულ შეხვედრებს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ინფორმაციას ეფექტური რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენის, ინტერვიუსთვის მომზადებისა და დასაქმების შესახებ იღებენ.
"ჩვენი მიზანია ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მეტი ცოდნით, მეტი ინფორმაციით, უფრო თავდაჯერებულად შეძლონ ნებისმიერ სფეროში სასურველი კარიერის შექმნა და ნებისმიერ სექტორში ქონდეთ კონკურენტული უპირატესობა“, - აცხადებს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი თეონა გაბუნია.
"პირველი შეხვედრა თემაზე „როგორ შევადგინოთ CV“ გაიმართა, რომელიც ძირითადად დასაქმებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. მეორე შეხვედრიდან ველით, რომ ჩვენი უნარები ბევრად უფრო მოქნილი გახდება სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტმა გიორგი გიგინეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ლექციათა ციკლი, სტუდენტთა საჭიროების კვლევის შედეგად გამოკვეთილი მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს.