ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ (www.economicprofile.org) ღია წვდომის მონაცემთა ბაზაში Open Academic Journals Index (OAJI) (აშშ) დარეგისტრირდა (https://oaji.net).
Open Academic Journals Index (OAJI) რეცენზირებული ნაშრომების წარდგენისთვის პლატფორმას წარმოადგენს.
პლატფორმის წევრობა, ჟურნალისა და მისი ავტორების საერთაშორისო აღიარებისათვის, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ჟურნალის ინდექსაციისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ OAJI ბაზებისა და ციტირებების გათვალისწინებით ჟურნალებისათვის მიმდინარე გლობალური ინდექსის (CGIJ) მინიჭებას უზრუნველყოფს.
ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალის - „ეკონომიკური პროფილის“ ინდექსი ამ ეტაპზე ბაზაში 0,15-ს შეადგენს.