ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და სკოლის დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით მასწავლებლის მომზადების პროგრამისა და ისეთი პროექტების განხორციელება იგეგმება, რომელიც ორიენტირებული არა მარტო განათლებაზე, არამედ ქალაქის და რეგიონის განვითარების ხელშეწყობაზეც იქნება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების პროგრამის აკრედიტაციისთვის ემზადება.