ქუთაისის უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევა, თემაზე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების კვლევა COVID-19-ის პირობებში“, საქართველოს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების 2021 წლის საუკეთესო მიღწევად აღიარეს.
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გასული წლის დეკემბერში გამართულ წლის საუკეთესო მიღწევების ფორუმზე ქუთაისის უნივერსიტეტიდან პრეზენტაცია პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ კვლევა მონოგრაფიად გამოიცა და ნაშრომის პრეზენტაცია მიღწევების გაერთიანებულ კრებულში გამოქვეყნდა (გვ. 54-73).
სრული ინფორმაცია იხ. მბულზე: https://issuu.com/nationalscientificlibraryofgeorgia/docs/_?fbclid=IwAR1yrckS8t5KXCv-rYI2wJPsV3k95FN6xwyr1IQTTQbt2GuJbQI-6lYRShk