ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია - "ქუთაისი-ევროპული წარსულის ქალაქი" გაიმართა, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი, მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი დათო ლიკლიკაძე ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების მონაწილეებმა ლექციის დასაწყისში უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითები, როგორებიცაა - ევროპული გამოცდილების გავლენა ქუთაისის, როგორც ქალაქის ისტორიაზე, განათლებაზე, მსოფლმხედველობასა და სამოქალაქო ღირებულებებზე; გვირილობისა და ორმაისობის ქუთაისური ტრადიციის ევროპულ ფესვები; ფემინისტური მოძრაობა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში მძლავრ ტალღად ამოქმედდა; ევროპული ორიენტირები სახელოვნებო სივრცეში -კონკრეტული დარგების განვითარება;
ლექციის ბოლოს საკონსულტაციო საათი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.