ქუთაისის უნივერსიტეტის "კონფუცის კლასის“ ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩინური ენის სწავლების საკითხი განიხილეს.
ქუთაისის უნივერსიტეტში ჩინური ენის სწავლება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.
პირველ ეტაპზე სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ჯგუფების ჩამოყალიბებაა განსაზღვრული. მეორე ეტაპზე, კი, "კონფუცის კლასი“ ნებისმიერი მსურველისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ჩინური ენის სწავლება ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგის ლი ბეიბეის მიერ ინგლისურ ენაზე განხორციელდება.