„ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი დათუაშვილი ევროკავშირის ერაზმუს+ პროექტის “უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობენ.
ღონისძიების მასპინძელი კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის სახელმწიფო უნივერსიტეტია (ლიეტუვა) და შეხვედრების მიზანია უნივერსიტეტის ბაზაზე უწყვეტი განათლების კურსების (LLL Courses) შექმნა და უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის შეთავაზება, ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა ორგანიზაციებისთვის (მისია, სტრატეგია სამოქმედო გეგმა), ბაზრის კვლევა- SMART მიზნები და SWOT ანალიზი, ბიზნესი და მედიაციის კურსები, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ტექნიკები.
აღსანიშნავია, ქუთაისის უნივერსიტეტში ლიეტუვაში ვიზიტამდე პარტნიორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესწავლა, კურსების იდენტიფიკაცია და შემუშავება განხორციელდა