სტუდენტთა ჯგუფის შექმნის მიზანია ერთის მხრივ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობისა და მექანიზმების შესახებ სტუდენტთა ინფორმირებულობა და მეორეს მხრივ, მათი უნივერსიტეტის შიდა ხარისხის განვითარების პროცესში მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა. ვფიქრობთ, აღნიშნული დაეხმარება უნივერსიტეტს შეიმუშაოს სტუდენტებზე მეტად ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომები.
სტუდენტების შერჩევა მოხდება 2021-2022 აკადემიურ წელს ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებიდან:
ღია კონკურსის წესით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამიდან შეირჩევა თითო სტუდენტი. სტუდენტთა ჯგუფი შეირჩევა ერთი წლის ვადით.
სტუდენტთა ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობები:
შერჩევის კრიტერიუმები: კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
კანდიდატები შეფასდებიან შემდეგი კრკიტერიუმების მიხედვით:
შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის დათვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
კონკურსის ეტაპები:
კანდიდატთა განცხადებები მიიღება 2022 წლის 23 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით.
აღნიშნული კონკურსის დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საგანმანათლებლო პროგრამის (შესაბამისი პროგრამის დასახელების მითითებით) კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: [email protected]