ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ადმინისტრაციული პერსონალის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტებს, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა ადმინისტრაციული გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის სპეციფიკისა და სტრატეგიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარა.
შეხვედრაზე სტუდენტებს კონფუცის ცენტრის ხელმძღვანელმა ძიან დინგი ჟუმაც მიმართა, რომელმაც „კონფუცის კლასის“ ჩამოყალიბებასა და მის პერსპექტივებზე ისაუბრა, რაც უპრეცედენტოდ ახალი შესაძლებლობაა ქუთაისის საგანმანათლებლო სივრცეში.
ადმინისტრაციული გუნდის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომელიც ინტერაქციის ფორმატში გაგრძელდა, ქუთაისის უნივერსიტეტში მომავალშიც გაიმართება.